ოკუპანტებმა ყირიმელ მხატვარს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
დონის როსტოვის სამხედრო სასამართლომ ყირიმელ მხატვარ ბოგდან ზიზუს სასჯელაღსრულების კოლონიაში 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ 6 ივნისს Telegram-ის არხი Ґрати წერს.
2022 წლის მაისში მხატვარი ზიზუ ევპატორიაში დააკავეს. მან ქალაქის საოკუპაციო ადმინისტრაციის შენობას ლურჯი და ყვითელი საღებავები შეასხა.
ამ აქტის შემდეგ ჩაწერილი ვიდეოსთვის, საოკუპაციო ხელისუფლებამ ზიზუ ტერორისტულ აქტში, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარაში და ტერორიზმისკენ მოწოდებაში დაადანაშაულა.
მხატვარმა აღიარა, რომ მან ომის საწინააღმდეგო აქცია ჩაატარა, მაგრამ დაჟინებით აცხადებს, რომ ამით მას ზიანი არავისთვის მიუყენებია. პროკურორმა მისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
ბოლო სასამართლო გამოსვლაში ზიზუმ ომის წინააღმდეგ და დუმილის საშიშროებაზე ისაუბრა.