ომის დაწყებიდან 60 ათასზე მეტმა ებრაელმა გადაწყვიტა რუსეთის დატოვება - The Guardian

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ 60 ათასზე მეტმა ებრაელმა გადაწყვიტა რუსეთიდან ისრაელში დაბრუნება. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Guardian წერს.

ებრაული სააგენტო "სოხნუთის" მონაცემებით, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ისრაელში ებრაული ფესვების მქონე სულ მცირე 26 000 რუსი ჩავიდა, კიდევ 35 000-მა მიმართა რეპატრიაციის თხოვნით.

ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს "სოხნუთზე", რომელიც ეხმარება რუს ებრაელებს რეპატრიაციის საკითხებში. ივლისში რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში ორგანიზაციის წარმომადგენლობის ლიკვიდაცია მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები