ომის დაწყების შემდეგ, საფრანგეთმა 100 ათასი უკრაინელი შეიფარა
საფრანგეთის ემიგრაციისა და ინტეგრაციის უწყების ხელმძღვანელი დიდიე ლეში აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ, საფეანგეთმა დაახლოებით 100,000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.
ამავე უწყების მონაცემებით, ბოლო კვირების განმავლობაში, დღეში 200-დან 250 უკრაინელამდე ითხოვს დროებით დახმარებას. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ლტოლვილების უდიდესი ნაწილი - დაახლოებით 80%, ქალი და ახალშობილი ბავშვია.
ემიგრაციისა და ინტეგრაციის სამსახურის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში, ქვეყანა დაახლოებით 5,000-მა ლტოლვიმა დატოვა.
დიდიე ლეშიმ ასევე განაცხადა, რომ დონეცკის ევაკუაციის მიუხედავად, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლტოლვილების რიცხვი უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატებს.