ორბანი: რუსეთმა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე რომ არ შეუქმნას, სუვერენული უკრაინა გვჭირდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც არაერთხელ შეეწინააღმდეგა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპას საფრთხეს უქმნის. მის ციტატას 26 ნოემბერს უნგრული გამოცემა 24.hu ავრცელებს.

უკრაინის ომის კომენტირებისას ორბანმა განაცხადა, რომ ევროპას ერთიანი მიზნები აქვს.

"მთავარი ის არის, რომ რუსეთმა ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე რომ არ შეუქმნას, ამისთვის გვჭირდება სუვერენული უკრაინა", - განაცხადა ორბანმა ქრისტიან-დემოკრატთა საერთაშორისო ასოციაციის ყრილობაზე.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში სანქციების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს, რადგან ამ საკითხზე ევროპული ქვეყნების მოსაზრებები განსხვავებულია.

ორბანის თქმით, უკრაინაში ომის და "ბრიუსელის სანქციების" გამო ენერგორესურსების გაძვირება ართულებს ეკონომიკურ მდგომარეობას ევროკავშირის ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები