ორბანმა სანქციებზე პრორუსული პოზიცია ტრამპის ხისტი განცხადების შემდეგ შეიცვალა
27 იანვარს ევროკავშირში მიაღწიეს თანხმობას რუსეთის დაწესებული სანქციების კიდევ 6 თვით გაგრძელების შესახებ.
იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც წინ უძღოდა გადაწყვეტილებას შესაძლოა უშუალოდ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი შესაძლოა უნგრეთის პოზიციის ცვლილება იყოს.
გასული წლის მიწურულს სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაჭიანურება სწორედ ოფიციალური ბუდაპეშტის პოზიციით იყო განპირობებული - ვიქტორ ორბანი ამბობდა, გადაწყვეტილების მიღებდა აუცილებელი იყო ევროკავშირი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დალოდებოდა.
ტრამპის ინაუგურაცია გასულ კვირას შემდეგ, თუმცა აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის პირველივე საჯარო განცხადებებიდან მკაფიო გახდა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შესაძლოა არათუ გაუქმდეს, არამედ ბევრი მიმართულებიტ გამკაცრდეს კიდეც. შედეგად უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირში მოსკოვის მთავარ მოკავშირედ მიიჩნევა მალევე უარი თქვა პრო-რუსულ პოზიციაზე.
Bloomberg-ის ცნობით, სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უნგრეთმა უარი თქვა ვეტოს გამოყენებაზე, რომლის დაძლევის ვარიანტებიც გამოცემის ცნობით, ბრიუსელს არ გააჩნდა.
ბუდაპეშტის პოზიციის ცვლილება განსაკუთრებით მოულოდნელი იყო იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ცვლილებების დრო მოვიდა.
"მოვიდა დრო სანციებზე ვისაუბროთ. სანქციებმა დაასრულეს ომი? - არა. გამოიწვია, თუ არა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის პარალიზი? - არა. ჩაანაცვლა თუ არა რუსული ენერგია ევროპამ? არა. ბრიუსელელი ბიუროკრატიის მიერ შემუშავებულმა სანქციებმა მხოლოდ ერთ რამეს მიაღწია: ამან გაანადგურა ევროპული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა",- წერდა ტრამპი.
თუმცა აქედან მალევე დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც წერდა, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გაამკაცრებდა იმ შემთხვევაში თუ კრემლი უარს იტყოდა მოლაპარაკებებზე.
აქედან 1 დღის შემდეგ, ბრიუსელში შეკრებილმა ევროპელმი დიპლომატები პრესასთან საუბარში უნგრეთის პოზიციების შერბილების შესახებ განაცხადეს. Politico-სთან საუბარში ევროპელი დიპლომატები მიუთითებდნენ, რომ ბუდაპეშტი მზად იყო არ დაედო ვეტო გადაწყვეტილებისთვის.
პარასკევს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრებმა სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ვერ მიაღწიეს, თუმცა უნგრეთი საკითხს 27 იანვარს გასამართი დღის წესრიგში შეტანას დათანხმდა. ამასთანავე, უნგრეთის საზოგადოებრივ რადიოსთან საუბარში ორბანი ამბობდა, რომ სანქციების გაგრძელების სანაცვლოდ უკრაინას მინიმუმ უნდა აღედგინა რუსული გაზის ტრანზიტი მისი ტერიტორიის გავლით.
ორბანის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად იყო დაეწყო აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი.
უკვე ორშაბათს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ "ბუდაპეშტმა პარტნიორებისგან მიიღო ენერგეტიკული უსაფრთხოების მყარი გარანტიები." ეს საკმარისი გახდა ვიქტორ ორბანის პოზიციის ცვლილებისთვის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ნახევარი წლით გაგრძელდა.
დეკემბერში გამართულ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა რობერტ ფიცოს და ვიქტორ ორბანს უკანასკნელი ევროპელ ლიდერებად მოიხსენია, რომლებიც არ არიან დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე.