ოსტინმა გალანტს ღაზაში სასმელი წყლის მიწოდების აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ახლახანს მორიგი სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ღაზას სექტორში მიმდინარე ომის შესახებ.

კოლეგები, ჰამასის 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ, თითქმის ყოველდღიურად უკავშირდებიან ერთმანეთს.

ამერიკული მხარის ცნობით, მათი უკანასკნელი საუბრის დროს, გალანტმა და ოსტინმა "განაგრძეს დისკუსია ისრაელის ოპერაციებზე უსაფრთხოების აღდგენის მიზნით ჰამასის 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის შემდეგ."

ოსტინმა "კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის ვალდებულება გააგრძელოს უსაფრთხოების დახმარების დაჩქარება და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება."

"ოსტინმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო უსაფრთხოებას და მადლობა გადაუხადა [გალანტს] ღაზაში უსაფრთხო სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის აღდგენისთვის," - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები