Oxfam: მსოფლიოს ხუთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, საკუთარი ქონება გააორმაგა

მსოფლიოს ხუთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, 2020 წლის შემდეგ, საკუთარი ქონება გააორმაგა, როგორც ამას ბრიტანული ორგანიზაციის, Oxfam-ის მკვლევარები ასკვნიან

მარკ ზუკერბერგის, ელონს მასკის, ბერნარ არნოს, ჯეფ ბეზოსის და ლარი ელისონის ქონება, რომელიც ჯამურად $464 მილიარდს შეადგენდა, ბოლო 3 წელიწადში 114%-ით გაიზარდა და გასულ წელს $869 მილიარდი შეადგინა. 

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ამიტაბ ბეარის განცხადებით, მდიდრებსა და ღარიბებს შორი არსებული 'უთანასწორობა შემთხვევითი არ არის, რადგანაც მილიარდერების კლასი, კორპორაციების საშუალებით მეტი სიმდიდრის დაგროვებას უზრუნველყოფენ, ყველა სხვის ხარჯზე." 

ბრიტანული ორგანიზაცია მოუწოდებს ეროვნულ მთავრობებს, რომ გადასახადი დააწესონ "ჭარბ" მოგებასა და სიმდიდრეზე, შეზღუდონ მონოპოლიები და წაახალისონ მმართველობის ისეთი ფორმები, რომელიც თანამშრომელთა საკუთრებაზე იქნება ორიენტირებული. 

Oxfam-ში ასევე პრობლემად მიაჩნიათ ფაქტი, რომ კერძო კომპანიები აქტიურად ლობირებენ გადასახედბის დაწევას, რასაც საჯარო ინტერსები ეწირება. 

მსგავსი სიახლეები