პანდემიის დაწყების შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა
ჩინეთის ეკონომიკა 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა.
მეორე კვარტალში ჩინეთის მშპ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,4 პროცენტითაა გაზრდილი.
ანალიტიკოსები მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის შენელებას პეკინის მიერ გატარებულ მკაცრ შეზღუდვებს უკავშირებენ, რომელიც ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის სახელითაა ცნობილი.
„ზრდის მაჩვენებელი უფრო სუსტია, ვიდრე ამას ბაზარზე მოელოდნენ. ანალიტიკოსების უმეტესობა 1 პროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა“, - ამბობს შვეიცარიული ბანკის, UBP-ს ანალიტიკოსი კარლოს კასანოვა.
ეკონომისტის შეფასებით, 2022 წელს ჩინეთის მშპ 4 პროცენტით გაიზრდება.
მარტში ჩინეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი შანხაი, კარანტინი გამოაცხადეს.
გასულ თვეში საკარანტინო ზომების ნაწილი შემსუბუქდა, თუმცა ბიზნეს-აქტივობის დამუხრუჭება ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი გავლენას კვლავ ახდენს, წერენ ანალიტიკოსები.
ჯამში, კორონავირუსის შეზღუდვების ქვეშ 31 ქალაქი რჩება, რომლებზეც ეკონომიკური დოვლათის 17 პროცენტი მოდის.