პაპი ფრანცისკე: ჰომოსექსუალობა ცოდვაა, მაგრამ დანაშაული არ არის
რომის პაპმა უსამართლოდ მიიჩნა კანონები, რომელის საფუძველზეც ჰომოსექსუალობა დანაშაულად ითვლა. მისი თქმით, ღმერთს "საკუთარი შვილები" თანაბრად უყვარს, მიუხედავად მათი განსხვავებულობისა.
Associated Press-თან ინტერვიუში, პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსებს მოუწოდა, რომ LGBTQ ადამიანები ეკლესიაში მიიღონ.
"ჰომოსექსუალობა დანაშაული არ არის. დიახ, ეს არის ცოდვა, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ დანაშაული და ცოდვა გავმიჯნოთ. ცოდვაა ასევე მოწყალებასა და ქველმოქმედებაზე უარის თქმაც,"- აღნიშნა პაპმა.
ფრანცისკეს განცხადებით, კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, სექსუალური უმცირესობის მარგინალიზებისა და დისკრიმინაციის ნაცვლად, ადამიანებს მათი სიყვარულსა და პატივისცემასკენ მოგვიწოდებს.
პაპი ფრანცისკე პირველად არ აკეთებს ასეთ განცხადებას, იგი არქიეპისკოპოსობის დროსაც, საკმაოდ მწვავედ და აქტიურად იცავდა სექსუალიურ უმციროესობებს, თუმცა მის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები მაინც არსებობს.
კათოლიკე LGBTQ საზოგადოების წევრებმა, იგი 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს, რომლის თანახმადაც, ეკლესია უარს ამბობს ერთნაირი სქესის წყვილების დალოცვაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, ჰომოსექსუალობა დანაშაულად 67 ქვეყენაშია მიჩნეული, აქედან 11 სახელმწიფოს კანონმდებლობა, სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს.