პარიზის პროკურორი: დუროვი დაკავებულია კიბერდანაშაულის საქმეზე
Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი, რომელიც ორი დღის წინ დააკავეს პარიზში, დააკავეს კიბერდანაშაულის გამოძიების ფარგლებში.
ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურატურამ ორშაბათს, 26 აგვისტოს საღამოს განაცხადა.
პროკურატურის თქმით, ის ეჭვმიტანილია ორგანიზებული ჯგუფების კრიმინალური საქმიანობის ხელშეწყობაში, ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმისთვის და ბავშვთა პორნოგრაფიასთან, ნარკოტრაფიკთან, თაღლითობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულებში თანამონაწილეობაში.
Reuters აღნიშნავს, რომ გამოძიებას ხელმძღვანელობენ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული განყოფილება და თაღლითობის საწინააღმდეგო ეროვნული დეპარტამენტი.
დუროვს ბრალად ედება Telegram-ის პლატფორმის ადმინისტრაციის უმოქმედობა მის მეშვეობით ჩადენილ ფინანსურ და კიბერდანაშაულთან დაკავშირებით.
ამჟამად ამ საქმეზე 12 სავარაუდო დანაშაულის გამოძიება მიმდინარეობს, დუროვის სასამართლო პროცესი საფრანგეთში 8 ივლისს დაიწყო. პარიზის პროკურატურის პრესრელიზში ნათქვამია, რომ დაკავების ვადა შეიძლება იყოს 96 საათამდე, ანუ 28 აგვისტომდე.