პარიზში 60 წლის კაცმა ცეცხლი გახსნა და ორი ადამიანი მოკლა
პარიზის ცენტრში 60 წლის კაცმა ცეცხლი გახსნა. ამჟამინდელი ინფორმაციით, გარდაიცვალა ორი და დაშავდა მინიმუმ ხუთი ადამიანი.
ფრანგული ტელევიზიის, BFMTV-ის ცნობით, პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა.
თავად პოლიციის ცნობით, პარიზის მეათე რაიონში ინციდენტი მოხდა და მოქალაქეებს ურჩევენ, მიმდებარე ტერიტორიიდან თავი შორს დაიჭირონ.
ინციდენტის შემსწრენი ამბობენ, რომ შეიარაღებულმა კაცმა შვიდჯერ ან რვაჯერ გაისროლა, რამაც ქუჩაში ქაოსი გამოიწვია.
მასალა განახლებადია.