პარიზში კუბის საელჩოს თავს დაესხნენ
საფრანგეთში კუბის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ამის შესახებ კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრუნო როდრიგესმა განაცხადა. მისი თქმით, ეს კუბის წინააღმდეგ ამერიკის მთავრობის მიერ დაწყებული კამპანიის შედეგია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, საელჩოს შენობას 3 მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს, საიდანაც 2 აფეთქდა.
ცეცხლი პარიზის სახანძრო სამსახურმა ჩააქრო.
წინა კვირებში მსგავსი თავდასხმები კუბის საელჩოებზე სხვა ქვეყნებშიც მოხდა.
ამერიკამ და 20-მა სხვა სხვა ქვეყანამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც კუბას მოუწოდეს პატივი სცეს კუბელი ხალხის უნივერსალურ უფლებებს და თავისუფლებებს.
კუბაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ერთი თვის წინ რამდენიმე ქალაქში სპონტანურად დაიწყო.