Patriot-ის მწარმოებელი კომპანია უკრაინას დამატებით სისტემებს გადასცემს
Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მწარმოებელი Raytheon Technologies წარმოების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.
ამ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კომპანია წარმოების წელიწადში 12 სისტემამდე გაზრდას გეგმავს.
გარდა ამისა, Raytheon Technologies მომავალი წლის ბოლომდე უკრაინისთვის კიდევ ხუთი სისტემის მიწოდებას გეგმავს.
"ჩვენ გაოგნებული ვიყავით მისი ეფექტურობით," - თქვა კომპანიის დირექტორმა გრეგ ჰეისმა.
შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავდა დამატებით საბრძოლო მასალას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.
1 ივნისს, მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩასვლისთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა "Patriot-ების კოალიცია" შექმნან. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.