პაველი: ჩვენ ჯერ არ გვინახავს უკრაინის რეალური კონტრშეტევა, ყველაფერი წინ არის
უკრაინას ჯერ არ დაუწყია სრულმასშტაბიანი კონტრშეტევა. თავდაცვის ძალების საწყისი ოპერაციები, რამდენიმე მიმართულებით, მხოლოდ "ზომიერი სტარტია," როგორც ამას რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აღნიშნავს.
"მე მჯერა, რომ ჩვენ ჯერ არ გვინახავს რეალური კონტრშეტევა. ყველაფერი, ჯერ კიდევ წინ არის. ჩემი სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ამას ფორმირების ოპერაციებს დავარქმევდი," - თქვა პაველმა.
მისი თქმით, ყველაფერი, რასაც უკრაინული ძალები წელს ვერ მიაღწევენ, უნდა გადაიდოს სულ მცირე მომავალ გაზაფხულამდე.
ჩეხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონტრშეტევისთვის მზადება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, "და ეს სრულიად ბუნებრივია," რადგან დიდი დრო სჭირდება მნიშვნელოვანი სამხედრო ძალების მომზადებას, აღჭურვილობით უზრუნველყოფას, გაწვრთნას და ყველა სახის საკმარისი რესურსების მიღებას.
" თუ გავითვალისწინებთ ამინდის პირობებს, რომელიც ზამთარში ძალიან არახელსაყრელია, მაშინ მივალთ დასკვნამდე, რომ ყველაფერი, რისი მიღწევაც წელს ვერ მოხერხდება, ყველა სირთულის გათვალისწინებით, მომავალ გაზაფხულამდე უნდა გადაიდოს." - განაცხადა მან.
პაველმა აღნიშნა, რომ დასავლეთში "შესაძლებლობის ფანჯარას წელს" ხედავენ და ეს ნიშნავს, რომ "ყველა სხვა აქტივობის დაწყებამდე მინიმუმ სამი-ოთხი თვე იქნება საჭირო."