პეკინი ბაიდენს: არ აღუდგე წინ 1,4 მილიარდ ჩინელს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტაივანზე ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა.

"ჩინეთი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენი სიტყვები - ჩვენი ქმედებები იქნება", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ვანგ ვენბინმა.  

ბაიდენმა დღეს დაადასტურა, რომ კუნძულზე თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანს სამხედრო დამხარებას გაუწევს.


აშშ კუნძულს სუვერენულ სახელმწიფოდ არ აღიარებს, თუმცა ტაივანთან მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.

1979 წელს კონგრესის მიერ მიღებული აქტის მიხედვით, აშშ კუნძულისთვის თავდაცვაში დახმარებას კისრულობს.

თუმცა, აქტი ამერიკის მიერ სამხედრო დახმარების პირდაპირ ვალდებულებას არ გულისხმობს.

ბაიდენის განცხადება აშშ-ს ე. წ. „სტრატეგიული ორაზროვნების“ პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი ტაივანის დახმარების საკითხს ბუნდოვნად ტოვებდა.

 

მსგავსი სიახლეები