პეკინი: კონგრესის სპიკერის ტაივანში ვიზიტს უპასუხოდ არ დავტოვებთ

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტს „მკაცრი ზომებით“ უპასუხებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნენსი პელოსი ტაივანში ჩასვლას უახლოეს დღეებში აპირებდა.

სპიკერის აპარატის ინფორმაციით, 7 მარტს პელოსის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ვიზიტი გადაიდო.

ბოლოს კუნძულოვან მოკავშირეს კონგრესის უმაღლესი თანამდებობის პირი 1997 წელს ეწვია, როცა ნიუტ გინგრიჩი ტაიპეიში ჩავიდა.

„ვიზიტს ამერიკული მხარისთვის ყველანაირი შესაძლო შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყებამ.

პელოსის მოსალოდნელ ვიზიტს მიესალმა ტაივანის მთავარი ოპოზიციური პარტია კუომინტანგი, რომელიც ბოლო დრომდე პრო-პეკინური პოზიციებით გამოირჩეოდა.

ჩინეთი კუნძულოვან ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და საერთაშორისო საზოგადოების მიერ ტაიპეისთან ურთიერთობის დამყარებას საკუთარი სუვერენიტეტის შელახვად აღიქვამს.

უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე ანალიტიკოსები პეკინის მიერ ტაივანზე სამხედრო გზით კონტროლის დამყარების შესაძლებლობაზე საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები