პეკინის პოზიციის მხარდაჭერისთვის, მელანშონს ჩინეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა
საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, მადლობა გადაუხადა ჟან-ლუკ მელანშონს, ტაივანის კრიზისის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებებისთვის და პეკინის მხარდაჭერისთვის.
ჟან-ლუკ მელანშონის თქმით, აშშ-ს წარომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი, ტაივანში, "პროვოკაცია" იყო, რადგანაც მხოლოდ "ერთი ჩინეთი არსებობს."
ამ განცხაების შემდეგ, ჩინეთის ელჩმა, საკუთარ Twitter-ის გვერდზე მადლობა გადაუხადა მელანშონს "ერთი ჩინეთის პოლიტიკის" მხარდაჭრისთვის.
ჟან-ლუკ მელანშონი მემარცხენე პარტია la France insoumise-ის ლიდერია, რომელმაც გასულ საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 1% დააკლდა, მეორე ტურში გადასასვლელად.