პელოსი: რამდენიმე დღეში რუსეთს ახალ სანქციებს დავუწესებთ
ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მოსკოვი გააფრთხილა, რომ უახლოეს დღეებში რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება.
"ჩვენ ჯერ კიდევ არ გვინახავს ამ სანქციების სიმძიმე". - თქვა პელოსიმ.
წარმომადგენლობითი პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა კი განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი აქვს, რასაც ახალი სანქციები მოჰყვება:
"ვფიქრობ, ახალი სანქციები დაწესდება, რასაც რუსეთის ეკონომიკის ზოგიერთ სექტორზე დამღუპველი ეფექტი ექნება - რუსი ხალხი გადაიხდის მათი დიქტატორის აგრესიის ფასს."
ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსულ ბანკებს და რუს ოლიგარქებს, პუტინის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, სანქციები დაუწესა.