პენტაგონი: ბაიდენის თანხმობის შემთხვევაში, უკრაინა ATACMS-ებს უმალვე მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამდივნოში განაცხადეს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის თანხმობის შემთხვევაში მზად არიან უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცენ  ATAMCS-ის სახელით ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები. 

ამის შესახებ პენტაგონის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დაგ ბუშმა განაცხადა. 

"ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, მზად ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ",- განაცხადა ბუშმა. წყაროების ცნობით, საუბარია ATACMS-ის კასეტურ მოდიფიკაციაზე. 

კონტექსტი

ტელეარხ NBC-ის ინფორმაციით, თეთრ სალხში გამართული შეხვედრისას ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ აშშ უკრაინას ATACMS-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტებს გადასცემს. 

ტელეარხის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მიიღებს შეიარაღებას უკრაინა და როდის გამოაცხადებენ ამის შესახებ საჯაროდ. წყაროს ცნობით, რაკეტების მარაგის შეზღუდული რაოდენობის გამო საუბარია შეზღუდულ მოცულობაზე. 

ცოტა ხნით ადრე, Washinton Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ აშშ მზად არის უკრაინას არა კონვენციური არამედ, კასეტური მოდიფიკაციის ATACMS-ები გადასცეს. 

უკრაინა უკვე მრავალი თვეა აშშ-ს ამ ტიპის რაკეტებს სთხოვს. ATACMS-ის ტიპის რაკეტები, რომელთა გაშვებაც HIMARS-ის რეაქტიული ცეცხლის სისტემბიდან არის შესაძლებელი და რომელთ მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მისცემს შესაძლებლობას საფრთხე შეუქმნას ოკუპანტების ლოჯისტიკურ კვანძებს, სამეთაურო შტაბებს და შეიარაღების საწყობებს. 

უკრაინამ უკვე მიიღო შორი რადიუსის რაკეტები საფრანგეთისგან და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა მათი გაშვება მხოლოდ CУ-24-ის თვითმფრინავებიდან არის შესაძლებელი. 

 

მსგავსი სიახლეები