პენტაგონი: ისრაელი ამერიკულ შეიარაღებას თითქმის ყოველდღიურად იღებს

აშშ ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას თითქმის ყოველდღიურად აგრძელებს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგჰმა განაცხადა.

"ჩვენ არ ვაწესებთ რაიმე შეზღუდვას, თუ როგორ გამოიყენებს ისრაელი იარაღს. ეს ნამდვილად დამოკიდებულია ისრაელის თავდაცვის ძალების გადაწყვეტილებაზე და იმაზე, თუ როგორ განახორციელებენ ისინი თავიანთ ოპერაციებს." - განაცხადა სინგმა.

მან არ უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა პენტაგონში შეშფოთება როგორ გამოიყენებს ისრაელი ამ შეიარაღებას.

თუმცა, პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი რეგულარულად უსვამს ხაზს ისრაელის მიერ შეიარაღებული კონფლიქტის კანონების დაცვის და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების მნიშვნელობას.

მსგავსი სიახლეები