პენტაგონი მხარს უჭერს უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი თვლის, რომ კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინას რუსეთის საოკუპაციო ძალებთან დაპირისპირებაში დაეხმარება, განსაკუთრებით თავდაცვითი ხაზების გარღვევაში.

ეს პოზიცია რუსეთისა და უკრაინის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ლორა კუპერმა კონგრესის მოსმენაზე ხუთშაბათს გამოთქვა.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება "ბრძოლის ველზე ეფექტურობის თვალსაზრისით" მომგებიანი იქნება.

"ჩვენმა სამხედრო ანალიტიკოსებმა დაადასტურეს, რომ კასეტური შეიარაღება სასარგებლო იქნება, განსაკუთრებით ბრძოლის ველზე რუსული თხრილების და ფორთიფიკაციების წინააღმდეგ," - თქვა მან.

კუპერმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ამ იარაღს კონგრესის მიერ მათ ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო არ აწვდის.

კასეტური საბრძოლო მასალები, როგორც წესი, დიდი რაოდენობით დეტალისგან შედგება, რამაც შეიძლება დაჭრას და მოკლას მშვიდობიანი მოსახლეობა. ასევე, ამ საბრძოლო მასალას აქვს აუფეთქებლობის შედარებით მაღალი პროცენტი, რის გამოც ის საშიშია კონფლიქტის დასრულებიდან მრავალი წლის განმავლობაში.

2008 წელს 120-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც კრძალავს კასეტური საბრძოლო მასალის წარმოებას, გამოყენებას და შენახვას. შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და უკრაინამ უარი განაცხადეს მასთან შეერთებაზე.

მსგავსი სიახლეები