პენტაგონი: ომი უკრაინაში შესაძლოა 2-3 წელი გაგრძელდეს
აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა კიდევ რამდენიმე წელი გაგრძლედეს.
ამის შესახებ კოლინ კალმა კონგრესში გამართული მოსმენების ფარგლებში განაცხადა.
"ძალიან რთულია იმის თქმა თუ რამდენი ხანი იქნება საჭირო უკრაინის დახმარება, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით კონფლიქტის განვითარების ტრაექტორია. ომი შესაძლოა 6 თვეში დასრულდეს, ასევე შესაძლოა ომი კიდევ 2-3 წელი გაგრძელდეს",- განაცხადა კალმა.
გარდა ამისა კალმა უპასუხა ამერიკელი დეპუტატების კითხვებს ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების შესახებ - კალის თქმით, უახლოეს კვირებსა და თვეებში ადმინისტრაცია ბრძოლის ველზე არსებით ცვილებებს არ ელოდება.