პესკოვი: ზელენსკის მოკვლას არ ვაპირებთ
რუსეთის ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას არ გეგმავს. ამის შესახებ 6 აპრილს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია უკრაინელი ლიდერის ლიკვიდაციისთვის მზადების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
პესკოვი აცხადებს, რომ "ეს ტყუილია".