პეტი: დემოკრატიის სრული უარყოფაა, როცა პაპუაშვილი შეხვედრაზე უარს გვეუბნება
საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ფრედერიკ პეტის განცხადებით, შალვა პაპუაშვულმა ევროპელ პარლამენტარებთან შეხვედრაზე უარი უთხრა.
ფრანგი დეპუტატის თქმით, მისთვის მოულოდნელია, როცა პარლამენტარი უარს ამბობს შეხვედრაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ეთანხმებიან:
"ევროპა არაა უბრალოდ თანამეგობრობა. რა თქმა უნდა, ის ოჯახია, მაგრამ ევროკავშირი არის კონფლიქტების მართვა. ევროპაში ჩვენ ვერ ვთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ მაინც ერთად ვმუშაობთ.
ჩემთვის, როგორც პარლამენტარისთვის, ძალიან მოულოდნელია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ არ შემხვდება, რადგან არ ვეთანხმები. ჩემთვის ეს დემოკრატიის სრული უარყოფაა. მხოლოდ ერთ ადგილას არ არის კონფლიქტი - სასაფლაოზე, მე კი ეს არ მეჩქარება“ - განაცხადა პეტმა.
დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.