პირველად ბოლო 10 თვეში ისრაელში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

პირველად ბოლო 10 თვეში, ხუთშაბათს, ისრაელში დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დაღუპული ადამიანების რაოდენობა არ შეცვლილა და ისევ 6,346-ია.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხუთშაბათს, დღის განმავლობაში 35,027 ტესტი ჩატარდა და ინფიცირების 129 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით 5,005,418 ადამიანი აცრა, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 54% და 16 წელს ზემოთ მოსახლეობის 80%-ია.

 

 

მსგავსი სიახლეები