პირველმა უკრაინულმა ბატალიონმა აშშ-ს გაფართოებული წვრთნები დაასრულა

პენტაგონის ცნობით, გაფართოებული წვრთნების ფარგლებში შებამისი მომზადება პირველმა უკრაინულმა ბატალიონმა გაიარა. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

წვრთნები გერმანიაში მდებარე ერთ-ერთ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიმდინარეობდა. წვრთნები უკვე უტარდება უკრაინელ მებრძოლთა კიდევ ერთ ჯგუფს. 

ტელეარხის ცნობით, საუბარია 635 უკრიანელ სამხედროზე, რომელმაც შესაბამისი წვრთნა აშშ-ს გაფართოებული პროგრამის ფარგლებში მიიღო - აღნიშნული პროგრამა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის დონეზე, სხვადასხვა დანაყოფების ერთიან წვრთნას გულისხმობს. მათ შორის უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გაიარეს წვრთნები ამერიკული წარმოების Bradley-ის ტიპის ქვეითთა ჯავშანმანქანებზე, რომლებსაც უკრაინა მალე მიიღებს. 

პირველი უკრაინული ბატალიონის წვრთნა გაფართოებული პროგრამის ფარგლებში იანვარში დაიწყო და 5 კვირას გაგრძელდა. 

კონტექსტი 

ამ დრომდე აშშ უკრაინელ ჯარისკაცებს ძირითადად მათ მიერ გადაცემული სისტემების გამოყენებას ასწავლიდა, ბატალიონების დონეზე წვრთნების დაწყება აშშ-ს სამხედრო დახმარების მნიშვნელოვან გაფართოებას წარმოადგენს. 

უკვე დაწყებულია 710 სამხედროსგან შემდგარი ჯგუფის წვრთნა, ხოლო მომდევნო კვირას კიდევ 890 უკრიანელი სამხედრო კიდევ ერთ ჯავშანტრანსპორტიორის Stryker-ზე დაიწყებს წვრთნას.

მსგავსი სიახლეები