მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

10:34 | 02 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

ზელენსკი: რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 სექტემბერს თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცით სარგებლობს.

ვითარების არსი: "დღეს ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეს იყენებს, თითოეული მზღვეველი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს რუსეთის საკვანძო აეროპორტებით: რუსეთის ცა სრულად სახიფათო ხდება." - თქვა მან.

  • "უკრაინა საფრთხეს არ უქმნის სამოქალაქო ავიაციას, როგორც ასეთს - არცერთ სამოქალაქო თვითმფრინავს. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნებიან და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ საუბრობს, რუსეთის ცა დე ფაქტო დაიხურება: რუსეთის აღვირახსნილი ომი ხურავს მის ცას." - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტრიქონებს შორის: უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას არ სურს უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა, რის გამოც პარტნიორებს რუსეთის ცაში არსებული საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

  • "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები საერთაშორისო სტრუქტურებს მიაწვდიან სრულ ინფორმაციას რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ. სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის." - აღნიშნა ზელენსკიმ.
  • მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ როდესაც უკრაინას ამერიკელებმა მიმართეს თხოვნით, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმებში 25, 26 და 27 აგვისტოს შეეჩერებინათ და მან ეს პაუზა დაიცვა. თუმცა, რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე თავდასხმებს განაგრძობდა.

დიდი სურათი: "როდესაც ჩვენ მოგვმართა სხვა სახელმწიფომ თხოვნით, გარკვეული დროით დაგვეწესებინა პაუზა დარტყმებში ვლადივასტოკის მიმართულებით - ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ. ახლა მოსკოვში ახალი შეხვედრები მზადდება - ჩვენ ამას გავითვალისწინებთ. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რათა რუსეთმა ეს ომი უსასრულო არ გახადოს." - თქვა ზელენსკიმ.

  • "საჭიროა ომის დასრულება და ლიდერები სწორედ ამას ეუბნებიან პუტინს. ამიტომ, დიპლომატიისთვის, მოლაპარაკებებისთვის - როდესაც პარტნიორები მოგვმართავენ ამის თაობაზე - ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსეთის ცის გაწმენდას დრონებისგან გარკვეული დროის ინტერვალებითა და გარკვეული მიმართულებებით." - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე