პოდოლიაკი: დროა რუსეთის ჯარებმა ნებაყოფლობით დატოვონ ხერსონი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 21 ივლისს Twitter-ზე რუსეთის ჯარებს ურჩია ნებაყოფლობით დაეტოვებინათ დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონი.

"დღევანდელი "კეთილი ნების ჟესტი" არის ანტონოვსკის ხიდი. ჟესტი, რომელიც ამბობს: დროა რუსეთის ჯარებმა ნებაყოფლობით დატოვონ ხერსონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მუდმივი აფეთქებები, ღამის ტერორი, პანიკის შეტევები. ვიწროვდება შესაძლებლობების წრე, ისევე როგორც უკრაინული საარტილერიო ცეცხლის სიზუსტე", - წერს ის და აქვეყნებს ხერსონში მდეგბარე ხიდის ფოტოს, რომელზედაც ჩანს ჭურვების კრატერები.

ბოლო ორი დღეა უკრაინელები დნეპერზე ანტონოვსკის ხიდს ბომბავენ, რომელიც ხერსონს მდინარის მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს და ოკუპანტებმა გადაწყვიტეს მასზე გადაადგილება შეეზღუდათ. ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატის, სერგეი ხლანის ინფორმაციით, საოკუპაციო ჯარებს ფაქტობრივად არ შეუძლიათ მძიმე იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა ანტონოვსკის ხიდზე და ეშინიათ გამოიყენონ რკინიგზა.

ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ ხიდი რუსული ძალების მთავარი სისუსტეა. ის დნეპრის გასწვრივ არსებული ორი გადაკვეთის პუნქტიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ჯარები მდინარის დასავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი უკრაინული ჯარების მიერ ხერსონის ალყაში მოქცევის შემთხვევაში, საჭიროდ მიიჩნევს რუსებს ანტონოვსკის ხიდიდან მოკვეთას. შემდეგ კი დამპყრობლები უკან დახევას მხოლოდ დნეპრის გადაცურვით შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები