Politico: ევროკავშირმა შესაძლოა პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ დააწესოს. ამის შესახებ გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემამ აღნიშნა, რომ ლიეტუვამ არაერთხელ მოუწოდა ბრიუსელს კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ.

იმავე ინფორმაციას სააგენტო AFP-ც ავრცელებს.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი გამოაცხადა. კერძოდ, რუსეთის სბერბანკი და კიდევ ორი ​​მსხვილი ბანკი SWIFT-დან გაითიშებიან.

სანქციები ასევე დაწესდება მაღალი რანგის სამხედროებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებმაც "ბუჩაში ჩაიდინეს ომის დანაშაულები და პასუხისმგებელნი არიან ქალაქ მარიუპოლის არაადამიანურ ალყაზე".

გარდა ამისა, ევროკავშირი რუსეთის სამ მთავარ სახელმწიფო მაუწყებელს მაუწყებლობას აუკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადამ რომ ევროკავშირის რუსული ნავთობის შესყიდვას ეტაპობრივად შეწყვეტს.

მსგავსი სიახლეები