POLITICO: კოალიციური პარტნიორები შოლცს მოუწოდებენ, უკრაინას კანდიდატობა მიენიჭოს

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელსაც 16 ივნისს კიევში ელიან, სამთავრობო კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიები მოუწოდებენ, მხარი დაუჭეროს უკრაინისათვის ევოკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

როგორც გამოცემა POLITICO იუწყება, მწვანეებმა და თავისუფალი დემოკრატებმა (FDP) შესაძლოა ოპოზიციურ ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მიიღონ წინადადება, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის გადაცემას მხარი დაუჭიროს

გერმანიის კანცლერი, სავარაუდოდ, კიევს ხუთშაბათს, 15 ივნისს ეწვევა საფრანგეთის პრეზიდენტთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან ერთად.

ბუნდოვანია, რა გზავნილით ჩავლენ კიევში შოლცი, მაკრონი და დრაგი. ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჯერ კიდევ არც ერთი ყოფილა, განსხვავებით ევროკავშირის არაერთი ლიდერისა და ბორის ჯონსონისგან.

 

მსგავსი სიახლეები