POLITICO-მ ზელენსკი ევროპის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად დაასახელა
გამოცემა POLITICO-მ უკრაინის პრეზიდენტი 2022 წელს ევროპის ყველაზე გავლინიან პერსონად დაასახელა.
"დააკვირდით, როგორ ჩადიან კიევში არჩევნებში გამარჯვებული ევროპელი პოლიტიკოსები. მათ სურთ გადაიღონ ფოტო უკვე საკულტოდ ქცეულ მწვანე-ზეთისხილისფერ მაისურში გამოწყობილ 44 წლის კაცთან. მათ სურთ, რომ ხალხი ზელენსკის გვერდით ხედავდეს",- ნათქვამია გამოცემის სარედაქციო სვეტში.
მასალაში აღნიშნულია, რომ ზელენსკის დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ კონტინენტის მომავალი უკრაინაში წყდება და ამ საქმეში საკვანძო მნიშვნელობა მის ბრწყინვალე საკომუნიკაციო უნარებს ჰქონდა.
"ზელენსკის რიტორიკა აშიშვლებს რუსეთის ბოროტმოქმედებას და აცამტვერებს შეხედულებას მსხვილ ევროპულ დედაქალაქებში, განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ რუსეთი შესაძლოა პარტნიორი იყოს".
POLITICO-ს მიერ შედგენილ სიაში სულ 28 ადამიანი შევიდა, 18 კაცი და 10 ქალი. აქედან 14 პოლიტიკოსია ხოლო, მეორე ნახევარი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან შედგება.
გასულ წელს გამოცემის ვერსიით ევროპის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მარიო დრაგი დასახელდა, რომელიც იტალიის პრემიერის პოსტს იკავებდა.
POLITICO-მდე წლის პერსონად დაასახელა ვოლოდიმირ ზელენსკის ჟურნალმა TIME-მაც.