პოლონეთის ყოფილი პრემიერი დონალდ ტუსკი ქვეყნის პოლიტიკაში დაბრუნდა

7 წლის განმავლობაში ბრიუსელში ყოფნის შემდეგ დონალდ ტუსკი პოლონურ პოლიტიკაში დაბრუნდა.

“მე 100%-ით დავბრუნდი”, - განაცხადა ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა და ევროპული საბჭოს ყოფილმა პრეზიდენტმა პარტია “სამოქალაქო პლატფორმის” ყრილობაზე. ეს პოლიტიკური ძალა ტუსკმა 2001 წელს დააფუძნა.

პოლონელი პოლიტიკოსი ამჟამად ევროპის ყველაზე დიდ “სახალხო პარტიას” ხელმძღვანელობს, თუმცა, პოლონეთში არსებული პრობლემების ფონზე ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვიტა. ქვეყნის ახლანდელი ხელისუფლების კრიტიკოსების აზრით პოლონეთში კანონის უზენაესობა, დემოკრატია, მედიის თავისუფლება და LGBTQ+ ადამიანების უფლებები საფრთხეშია. 

დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით “პლატფორმამ” ორჯერ დაამარცხა კაჩინსკის “კანონის და სამართლის” პარტია და 2005-2014 წლებში ხელისუფლებაში იყო. თუმცა, ბოლო თვეებში პარტიამ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი დაკარგა და მას კათოლიკე ჟურნალისტის, შიმონ ჰოლოვნიას ახალი პარტია “პოლონეთი 2050” უსწრებს. 

ტუსკი ფართო საზოგადოებრივი პოპულარობით არ სარგებლობს. ბოლო კვლევებით მოსახლეობის 60%-ზე მეტი მისი პოლონურ პოლიტიკაში დაბრუნების წინააღმდეგია.



 

მსგავსი სიახლეები