პოლონეთი ბელორუსის საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ბელორუსის საზღვარზე სამხედროების რაოდენობის რამდენიმე ათასით გაზრდას გეგმავს.
ამ ინფორმაციას Polskie Radio ავრცელებს.
"დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი იქნება საზღვარზე: 4000 უშუალოდ სასაზღვრო სამსახურს დაუჭერს მხარს, 6000 კი რეზერვში იქნება." - თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.
მისი თქმით, სამინისტრო ჯარებს გადაანაწილებს "ბელარუსის საზღვართან უფრო ახლოს, რათა შეაჩეროს აგრესორი, რომ მან პოლონეთზე შეტევა ვერ გაბედოს."
მან ასევე აღნიშნა, რომ ბელორუსული შვეულმფრენების მიერ პოლონური საჰაერო სივრცის დარღვევის არასერიოზულად მიღება არ შეიძლება.
"ეს იყო მორიგი პროვოკაცია. ყველაფერი, რაც ბელორუსში ხდება, რუსეთთან არის კოორდინირებული," - განაცხადა ბლაშაკმა.