პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს აღადგენს

უკრაინა და პოლონეთი მარცვლეულის ტრანზიტის აღდგენაზე შეთანხმდნენ. 

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვარშავაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. 

"მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანზიტი 21 აპრილის ღამით აღდგება",- განაცხადა იულია სვირიდენკომ. 

კონტექსტი 

გასულ კვირას პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტი და ტრანზიტი შეაჩერეს. მარცვლეულის გარდა პოლონეთში შეზღუდვა უკრაინული შაქარის, ხილის, ღვინის, ხორცის, რძისა და რძის პროდუქტებსაც შეეხო. პოლონეთში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა დასახელდა. 

კიევი და ევროკომისია პოლონეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ. 

გასული თვის დასაწყისში უნგრთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობებმა ევროკომისიას მოუწოდა შეისყიდოს მათ ქვეყნებში დაგროვილი უკრაინული სურსათი. ამ ქვეყნის მთავრობების თქმით, ჭარბი მარაგის გამო ადილობრივი წარმოების პროდუქციის ფასები ეცემა, მაშინ როდესაც წარმოების ხარჯები იზრდება. 

ამგვარი ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც გასულ ზაფხულს ევროკომისიამ უკრაინულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების გაუქმება გადაწყვიტა. 

 

 

მსგავსი სიახლეები