ანდჟეი დუდა: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, განსაკუთრებული მეგობრობა გვაქვს
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა თბილისში იმყოფება. მან სალომე ზურაბიშივილთან ერთად მედიისთვის განცხადება გააკეთა - საუბარი უკრაინის საკითხს შეეხო:
"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ ევროპის საკითხი, ეს მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა პროცესები მიდის უკრაინის ტერიტორიაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გაეცნოთ პოლონეთის ხედვას უკრაინის საკითხზე. მე მქონდა კონსულტაციები ჯო ბაიდენთან და მსურს გაცნობოთ ინფორმაცია, რაც გასულ დღეებიდან გამომდინარე გაგვაჩნია."
დუდას თქმით, იგი თბილისში ინფორმაციის გასაცვლელად და მეტი კოორდინაციის მიზნით ჩამოვიდა.
"საქართველოსთან განსაკუთრებული გრძნობა და მეგობრობა გამაჩნია. საქართველო ზუსტად ის ქვეყანაა, სადაც 2008 წელს ლეხ კანჩისკი ჩამოვიდა და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს." - განაცხადა დუდამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ვიზიტებს გეგმავს ბრიუსელსა და ბერლინში, და ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაცია, რაც მან სალომე ზურაბიშვილისგან მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფებოდა.