პოლონეთის საგარეო: ის, რაც 26 ოქტომბერს ვიხილეთ, საქართველოს EU-სა და NATO-ს აშორებს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და ეუთო/ოდირის წინასწარ ანგარიშს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. პოლონეთის საგარეო უწყებამ ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხის თავისუფალი ნებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გაიმეორა. 

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და საქართველოს ოპოზიციამ არჩევნების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს. უამრავი ცნობა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე და მმართველი პარტიის მიერ უპრეცედენტო მოცულობის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება თავისუფლების პრინციპს, პროცესის თანასწორობასა და სწორედ არჩევნების შედეგებს უთხრის ძირს. 

ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ და ოცნებები აიხდინონ - დაიცვან თავიანთი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. 

სამწუხაროდ, იმას, რაც ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ვიხილეთ, საქართველო მიჰყავს არა ევროკავშირთან და NATO-სთან ახლოს, არამედ აშორებს მათ. 

პოლონეთი ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხის თავისუფალი ნების მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველო წარსულში რეფორმაციის პროცესის ლიდერი იყო და ვიმედოვნებთ, რომ იგი კვლავ ამ გზას დაუბრუნდება". - წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 

მსგავსი სიახლეები