პოლონეთის შს სამინისტრო უკრაინელი ლტოლვილების მისაღებად ემზადება
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინისკიმ კვირას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში სხვადასხვა სცენარის განვითარებისთვის ემზადება. მათ შორის, ისინი უკრაინიდან ლტოლვილების ტალღის პოლონეთში შესვლასაც განიხილავენ.
"უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე განსხვავებული სცენარისთვის ვემზადებით, ერთ-ერთი მათგანია შესაძლო კონფლიქტის გამო ლტოლვილების ნაკადის შემოსვლა." - წერს კამინსკი საკუთარ ტვიტერზე.
წინა თვეში, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაცეი ვასიკმა თქვა, რომ ქვეყანა მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილის შემოსვლისთვის ემზადებოდა.
აღმოსავლეთ პოლონური ქალაქის, ციეხანოვის მერმა კი განაცხადა, რომ მას რეგიონულმა მთავრობამ სთხოვა უკრაინელი ლტოლვილებისთვის შესაბამისი პირობების მომზადება დაიწყოს. მისი ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 300 კილომეტრში მდებარეობს.
წინა კვირაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის გამო, ამერიკამ პოლონეთში 3000 სამხედრო გაგზავნა.