პოლონეთმა საბოლოოდ დაამტკიცა პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა

პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ სამშაბათს დაამტკიცა კომპანია Polskie Elektrownie Jądrowe-ს (PEJ) მიერ ქვეყანაში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.

გადაწყვეტილება ოთხშაბათს პოლონეთის მთავრობამ გამოაქვეყნა.

პოლონეთის კლიმატის სამინისტროს გადაწყვეტილებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონეთის პირველ ატომურ ელექტროსადგურში ინვესტიცია საზოგადოებრივ ინტერესებს და სახელმწიფოს მიერ გატარებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას შეესაბამება.

ეს დოკუმენტი PEJ-ს უფლებას აძლევს სახელმწიფოს შემდგომი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მისაღებად მიმართოს, კერძოდ, ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილებაზე და შემდგომ სამშენებლო ნებართვებზე.

ვარაუდობენ, რომ პოლონეთში პირველი ატომური ელექტროსადგური პომერანიაში აშენდება. ელექტროსადგურის მშენებლობა 2026 წელს უნდა დაიწყოს, პირველი რეაქტორი კი 2033 წელს დასრულდება.

დაგეგმილი ინვესტიცია 2040 წლამდე პოლონეთის ენერგეტიკულ პოლიტიკას და ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის მიზნებს შეესაბამება.

გასულ წელს პოლონეთმა სამხრეთ კორეასთან ქვეყნის მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე შეთანხმება დადო.

მსგავსი სიახლეები