პოლონეთმა უკრაინას ფარულად ათამდე Mi-24 გადასცა - WSJ
ცოტა ხნის წინ პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა წარმოების ათამდე Mi-24-ის ვერტმფრენი გადასცა.
ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ვერტმფრენების გადაცემის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა.
ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის საჰაერო ძალების საფრენი აპარატების რაოდენობა ოკუპანტების ავიაციასთან შედარებით მცირეა. ასევე, უკრაინულ თვითმფრინავებს აქვთ ნაკლებად თანამედროვე დამიზნების და დაცვის სისტემები.
უკრაინა ავიაციას შეზღუდული რაოდენობით იყენებს, რათა საფრენი აპარატები არ დაკარგოს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთი უკრაინას დამატებით შვეულმფრენებს გადასცემს. გასულ წელს ქვეყანამ უკრაინას საბრძოლო შვეულმფრენები უკვე გადასცა.
უკრაინისთვის მიწოდებულის ნაცვლად, ჩეხეთი ვერტმფრენების შეერთებული შტატებიდან მიღებას დათანხმდა.