პოლონეთმა უკრაინაში დრონების ექსპორტი გაამარტივა
პოლონეთმა, უკრაინული მხარის მოთხოვნით, უკრაინაში დრონების ექსპორტი გაამარტივა - გადაწყვეტილება ძალაში 28 აპრილს შევა.
ამის შესახებ პოლონეთის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს.
დრონების ექსპორტი პოლონეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მიერ გაცემული საერთო ნებართვის საფუძველზე დაიწყება.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკიდურესად ესაჭიროებათ უპილოტო საფრენი აპარატები.
უკრაინის მთავრობამ, თავის მხრივ, უპილოტო საფრენი აპარატების იმპორტი გაამარტივა.
"დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენი მუშაობის შედეგი. პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფრონტზე უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების დაჩქარებას, უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და აგრესორზე გამარჯვების დაჩქარებას", - თქვა უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკამ.
პოლონეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტის ზოგადი ნებართვა შეუძლია გამოიყენოს პოლონეთში მდებარე ნებისმიერ სუბიექტს (კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაცია ან ფიზიკური პირი).
ზოგადი ნებართვის შემოღება გამორიცხავს დრონების თითოეული პარტიის ექსპორტზე ინდივიდუალური ნებართვის მოპოვების აუცილებლობას.