პოლონეთი ამერიკისგან 6 მილიარდი დოლარის შეიარაღებას იყიდის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა პოლონეთისთვის 6 მილიარდი დოლარის შეიარაღების, მათ შორის, 250 M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკის მიყიდვა. ამის შესახებ პარასკევს, 18 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.
"პოლონეთისთვის შეიარაღების გადაცემის მიზანია აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დაცვა ნატოს მოკავშირის გაძლიერებით, რომელიც არის ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის მამოძრავებელი ძალა", - ამბობენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
შესყიდვას საბოლოო თანხმობა ამერიკის კონგრესმა უნდა მისცეს.
პოლონეთის მთავრობამ ტანკების შეძენის სურვილი 2021 წლის ივლისში გამოხატა.
უკრაინის კრიზისის პიკში შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში დამატებით 4700 ჯარისკაცი გაგზავნა. ამჟამად, ქვეყანაში 10 000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.