პრიგოჟინი: ჩვენ ვაბრუნებთ კოლონებს და საველე ბანაკებში ვბრუნდებით

ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ დათანხმდა ბელარუსის დიქტატორის შეთავაზებას. 

"მათ სურდათ ვაგნერის დაშლა. ჩვენ 23 ივნისს, სამართლიანობის მარშზე გამოვედით. 24 საათის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ დიდი მანძილი და მოსკოვამდე 200 კილომეტრი გვაშორებს. ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ დაგვიღვრია ჩვენი მებრძოლების წვეთი სისხლიც. ახლა დადგა ის მომენტი, როდესაც სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომაც ვიაზრებ, რა მთელ პასუხისმგებლობას, რომ შეიძლება რუსული სისხლი დაიღვაროს. ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენ კოლონებს და მივდივართ უკან, საველე ბანაკებში გეგმის თანახმად",- განაცხადა ამბობს პრიგოჟინმა. 

------

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნის მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი. 

აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს. 

24 ივნის განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე. 

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

მსგავსი სიახლეები