პრიგოჟინის არმიის კოლონები ლიცეპკთან გამოჩნდნენ, მოსკოვამდე 400 კილომეტრია
.jpg)
ევგენი პრიგოჟინის არმიის ნაწილები ლიპეცკის შემოგარენში, კერძოდ ქალაქ ელეცთან შენიშნეს.
ადმინისტრაციამ, ქალაქის შესასვლელებისა და გასასვლელების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ოლქის გუბერნატორმა უკვე მოუწოდა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ. მოქმედებებს აკრძალვა გადაადგილებაზე.
გამოცემა Верстка-ს ინფორმაციით, ვაგნერის ჯავშანტექნიკა, რეგიონალური გზების გამოყენებით, აგრძელებს სვლას მოსკოვისკენ.
"შეიძლება ითქვას, რომ ისინი ტალღებად მოძრაობენ, ერთი ნაწილი უკვე ელეცს გასცდა, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ ვორონეჟის შემოგარენშია,"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ადგილობრივი ძალოვანი.
ამ დროისთვის, პრიგოჟინის არმიის კონტროლქვეშაა ქალაქ როსტოვის სამხედრო ობიექტების უმრავლესობა, მათ შორის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბიც, რომელიც ვაგნერმა დილის საათებში დაიკავა.
ელეციდან მოსკოვამდე 397 კილომეტრია.
ევგენი პრიგოჟინის თქმით, მისი არმია მოსკოვისკენ მიდის და მიზანს გენერალური შტაბის უფროსის და თავდაცვის მინისტრის დაპატიმრება წარმოადგენს.
------
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნის მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი.
აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.
24 ივნის განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.
არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.