პრიგოჟინის და შოიგუს კონფლიქტი - რა უნდა ვიცოდეთ
ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი მებრძოლები იმ ბოროტების შესაჩერებლად დაიძრნენ, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს.
პრიგოჟინის მოწოდებების შემდეგ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული ამბოხის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
პრიგოჟინის თქმით, სერგეი შოიგუ როსტოვში იმყოფებოდა, საიდანაც ვაგნერის ბანაკებზე თავდასხმას კოორდინირებდა, თუმცა მისი განცხადებების შემდეგ, ქალაქიდან "ლაჩრულად გაიქცა."
თავის მხრივ, ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო დარტყმას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა უძღოდა წინ შოიგუსა და პრიგოჟინის კონფლიქტის ესკალაციას - წარმოგიდგენთ დღევანდელი დღის ქრონოლოგიას:
- დილით ვრცელდება პრიგოჟინის ინტერვიუ, რომელშიც რბილად რომ ვთქვათ აკრიტიკებს შოიგუს და გერასიმოვს. ორივე მათგანს ადანაშაულებს რუსი ხალხის გენოციდში და მისი თქმით, შეაქვს შესაბამისი განცხადება საგამოძიებო კომიტეტში;
- 21:00 - პრიგოჟინთან დაკავშირებულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეო, რომელზეც თითქოს ასახულია ვაგნერის ბანაკზე სარაკეტო დარტყმის მომენტი;
- პრიგოჟინი აცხადებს, რომ დარტყმის შედეგად მოკლულია ათეულობით ვაგნერელი და რომ ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს. პრიგოჟინის თქმით, ისინი გაანადგურებენ ნებისმიერ წინააღმდეგობას მათ გზაზე;
- 21:42 - პრიგოჟინი აცხადებს, რომ შოიგუ როსტოვიდან გაიქცა, საიდანაც ვაგნერის ბანაკებზე თავდასხმას კოორდინირებდა;
- 21:29 - პრიგოჟინი აცხადებს, რომ ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, არამედ სამართლიანობის მარში;
- 22:55 - პრიგოჟინი აცხადებს, რომ სამხედროების უმრავლესობა მათ უჭერს მხარს;
- 23:00 - რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის მუხლით საქმე აღძრა;
- დაახლოებით ამავე დროს ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციაზე და ადმინისტრაცი აუცილებელ ზომებს იღებს;
- 23:44 - როსტოვის ოლქში ცხადება გეგმა Крепост, ძალოვანი უწყებების ნაწილში განგაში ცხადდება.