პრიგოჟინის თქმით, ომიდან სახლში 32 ათასი ყოფილი მსჯავრდებული დაბრუნდა
ვაგნერის ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ, კერძო სამხედრო კომპანიის 32 000 მებრძოლი დაბრუნდა სახლში.
შესაბამისი განცხადება მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.
"2023 წლის 18 ივნისის მდგომარეობით, 32 000 ყოფილი მსჯავრდებული, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის" და "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ტერიტორიაზე, კონტრაქტის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნდნენ." - აღნიშნა პრიგოჟინმა.
მისი თქმით, ყოფილმა მსჯავრდებულებმა 83 დანაშაული ჩაიდინეს, რაც 80-ჯერ ნაკლებია თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან იმავე პერიოდში განთავისუფლებულ პირებთან შედარებით.