რუსეთის ГРУ და საგარეო დაზვერვა პრიგოჟინის აქტივებისთვის იბრძვიან
რუსეთის საგარეო დაზვერვსა (CВР) და გენშტაბის მთავარ სამმართველოს (ГРУ) შორის დაღუპული ევგენი პრიგოჟინის ბიზნესაქტივებისთვის იატაკქვეშა ბრძოლა მიმდინარეობს.
ამის შესახებ New York Times რუსეთში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
2 ძალოვანი უწყება ცდილობენ ევგენი პრიგოჟინის ინტერნეტ რესურსებისა და "ვაგნერის" აფრიკული ბიზნესის გაყოფას ცდილობენ. გაზეთის წყაროს ცნობით, ევგენი პრიგოჟინის ე.წ. ტროლების ქარხანად პეტერბურგში საგარეო დაზვერვის სამსახური მიიღებს, ხოლო "ვაგნერზე" კონტროლს გენშტაბის მთავარი სამმართველო დაამყარებს.
"ვაგნერის" აფრიკულ ოპერაციებზე ГРУ-ს მზარდი გავლენის ნიშანია, ლიბიაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციაში, გენერალ ანდრე ავერიანოვის ყოფნა. ავერიანოვი, ГРУ-ს საიდუმლო დანაყოფს ხელმძღვანელობს, რომელიც ევროპაში დივერსიულ საქმიანობაზეა პასუხისმგებელი ლიბიას, შოიგუს მოადგილესთან, იუნუს-ბეკ ევკუროვთან ერთად ეწვია.
გამოცემის წყაროს ცნობით, პროცესს პრიგოჟინის მიმართ ლოიალურად განწყობილი მებრძოლების უკმაყოფილება ართულებს. ცნობილია, რომ ვაგნერზე კონტროლის დამყარებას ცდილობს პრიგოჟინის ვაჟი, პაველიც. წყაროს ცნობით, სავარაუდოა, რომ პაველი მამის აქტივებს ნაწილს შეინარჩუნებს, თუმცა ვაგნერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კრემლი მიიღებს.
კონტექსტი
ევგენი პრიგოჟინმა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს იმპერია დატოვა, რომლებიც ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში საქმიანობენ. მხოლოდ ცნობილი და ლეგალური ბიზნესიდან პრიგოჟინის კომპანიების ჯამურმა მოგებამ გასულ წელს 75 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ევგენი პრიგოჟინი 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა - ის მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. პრიგოჟინის სიკვდილის წინა დღეს გავრცელდა მისი ვიდეო მიმართვა მალიდან. Financial Times-ის ცნობით, პრიგოჟინი აფრიკიდან რუსეთში სწორედ ГРУ-სთვის ხელის შესაშლელად დაბრუნდა - უწყება უკვე თვეებია ცდილობს საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ვაგნერის ოპერაციები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.