პუტინი: თუ რომელიმე ქვეყანა უკრაინაში ჩაერევა, ელვისებურ დარტყმას მიიღებს

"თუ ვინმე უკრაინაში გვერდიდან ჩაერევა და სტრატეგიული ხასიათის საფრთხეს შეგვიქმნის, უნდა იცოდეს, რომ - [მათზე] ჩვენი დარტყმები ელვისებური იქნება", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის პარლამენტში მიმართვისას.

"ჩვენ ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, ისეთებიც, რომლითაც არავის შეუძლია დაიტრაბახოს. ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ ამის საჭიროება დაგვჭირდება", - ამბობს პუტინი.

პუტინმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ "რუსეთის ოპონენტებს მსოფლიოში ისეთი დიდი და დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, არ სჭირდებათ". 

რუსეთის პრეზიდენტი ეკონომიკის მდგომარეობასაც შეეხო და პენსიების და ხელფასების ინდექსაციაც დააანონსა, იმ ფონზე, როცა ინფლაცია 16.7 პროცენტს აჭარბებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები