პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში 700 ათასი რუსი იბრძვის
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 700 ათასი რუსი ჯარისკაცი იბრძვის.
ამის შესახებ მან უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების საგანმანათლებლო პროექტის მონაწილეებთან შეხვედრისას ისაუბრა.
ბოლოს პუტინმა უკრაინაში რუსული არმიის კონტინგენტი 2023 წლის დეკემბერში დაასახელა. მაშინ, მისი თქმით, ომში 617 ათასი სამხედრო იყო ჩართული.
მან ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზის სიგრძე 2 ათასი კილომეტრია.
14 ივნისს პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თითქოს "მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის," მაგრამ ამისთვის უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები რუსების მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან, რომელსაც კრემლი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად მიიჩნევს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის "წინადადებებს" ომის დასრულების შესახებ, "ნაციზმის აღორძინება" უწოდა.