აშშ-ს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ირანის ომთან უთანხმოების გამო გადადგა

შეერთებული შტატების ანტი-ტერორისტული ცენტრის უფროსი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ირანის ომთან დაკავშირებით უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა. 

ვითარების არსი: თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ წერილი ჯო კენტმა საჯაროდ გამოაქვეყნა. 

  • წერილში კენტი წერს, რომ არ ეთანხმება ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომს, რადგანაც ისლამური რესპუბლიკა არ წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს ამერიკელი ხალხისთვის. 
  • კენტი წერს, რომ ომში ჩართვა "ისრაელისა და მისი ამერიკული ლობისგან" მომავალი წნეხით იყო განპირობებული. 

ჩაშლილად: კენტი ამერიკული არმიის ვეტერანია, რომელიც გასულ თვეებში აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო გასული წლის ივლისიდან მოყოლებული ანტი-ტერორისტული ცენტრის უფროსად დაინიშნა. 

  • "ვერ დავუჭერ მხარს, ამერიკელების მორიგი თაობის გაგზავნას ომში, რომელიც არ ემსახურება ამერიკელი ხალხის ინტერესებს"- ნათქვამია წერილში. 

კონტექსტი: ამგვარად, ჯო კენტი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც თანამდებობიდან ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად გადადგფა. 

მსგავსი სიახლეები