"პუტინს ელონ მასკთან არ უსაუბრია" - კრემლის სპიკერი

კრემლის სპიკერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო გეგმის შესახებ, Tesla-ს ხელმძღვანელსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი არ შემდაგარა. 

"არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება"- ასე უპასუხა პესკოვმა, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ელონ მასკის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ მოსაზრებას ეხებოდა, სადაც ამერიკელი მილიარდერი, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერდა. 

შეგახსენებთ, რომ ელონ მასკის მიერ გაჟღერებული "რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების" იდეა, ძირითადად იმეორებს იმ მოსაზრებებს, რომელსაც კრემლის წარმომადგენლები, გასული თვეების განმავლობაში აქტიურად იმეორებდნენ, რის გამოც, იგი უამრავმა ადამიანმა გააკრიტიკა. 

საუბარი ეხება 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის აღიარებას და ახლად "შეერთებული" ტერიტორიების (ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი) სტატუსის განსაზღვრას, ამ ადგილებზე, რეფერენდუმის ჩატარების გზით. 

მასკის მიერ გავრცელებული "სამშვიდობო გეგმის" შემდეგ, ამერიკელმა ანალიტიკოსმა, იან ბრემერმა, CNN-თან  საუბრის დროს განაცხადა, რომ ტვიტის დაწერამდე, ამ საკითხზე, Tesla-ს ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა. 

თავის მხრივ, ბრემერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ელონ მასკმა უარყო და აღნიშნა, რომ პუტინთან ცხოვრებაში ერთხელ ისაუბრა, კოსმოსის შესახებ, დაახლოებით 18 თვის წინ. 

 

მსგავსი სიახლეები